პარტია “ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე პარტია “ნაციონალური მოძრაობა”
გიგზავნით ვიდეო - მასალას და პარტიის პრესსამსახურის წერილობით განცხადებას:
გაცნობებთ, რომ 14 აპრილს, ძლიერი ქარის გამო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის ფასადზე განთავსებული ბანერი მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით დაზიანდა. სამშაბათს, 18 აპრილს, ფასადზე განვათავსებთ მიხეილ სააკაშვილის ახალ ბანერს."