ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. 

ცესკომ 17 პარტია დაარეგისტრირა. 

საარჩევნო ბიულეტენზე ამომრჩეველს არ დახვდება ნომრები 5 ("ნაციონალური მოძრაობა") და 4 (პარტია "ახალი").

5 პარტია საარჩევნო ნომერს ინარჩუნებს. ესენია:

ნომერი 8 - "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი";

ნომერი 9 - "ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!"; 

ნომერი 25 - "გახარია საქართველოსთვის";

ნომერი 36 - "ახალი პოლიტიკური ცენტრი" (შემოკლებული დასახელება "გირჩი")

ნომერი 41 - "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო".

დარჩენილ 12 პარტიას სამომავლოდ უნდა მიენიჭოს საარჩევნო ნომერი:

"საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია"; 

"ჩვენი გაერთიანებული საქართველო"; 

"საქართველო"; 

"თავისუფალი საქართველო"; 

"მემარცხენე ალიანსი"; 

"ქართველ ერთობა"; 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "კონსერვატორები საქართველოსთვის"; 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "მამული, ენა, სარწმუნოება"; 

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "სახალხო ხელისუფლება"; 

"მწვანეთა პარტია"; 

"მესამე გზა"; 

"დემოკრატთა ალიანსი".

 მუნიციპალურ არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლები რჩება. კენჭისყრა 4 ოქტომბერს ჩატარდება.