„გირჩის“ უტიფრობის პიკი იმაში მდგომარეობს, რომ პრობლემა არა აქვთ, აღიარონ რომ  „ოცნების“ სატელიტები არიან, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ პაპუაშვილი აპირებს ამნისტიის არეალი გააფართოოს და 26 ივლისის მუქარა ამ არეალში მოაქციოს და მაქვს ძალიან სარწმუნო ინფორმაცია, რომ სატელიტი „გირჩი“ აპირებს ამაში დაეხმაროს. თუ ასე არ გააკეთეს, ჩავთვლი, რომ ჩვენმა პრევენციულმა განცხადებამ ამაზე გავლენა მოახდინა.

ესენი [გირჩი] არიან ადამიანები, რომლებმაც 2021 წლის არჩევნებზე კომისიის წევრები მიჰყიდეს „ოცნებას“ და შემდგომ ეს აღიარეს. ეს არ არის სუფთა პოლიტიკური ვაჭრობა, ეს არის ბინძური პოლიტიკური გარიგება. მათი უტიფრობის პიკი იმაში მდგომარეობს, რომ პრობლემა არა აქვთ, აღიარონ რომ ისინი არიან „ოცნების“ სატელიტები. იგივე მოხდა გენდერულ კვოტირებაზე. უმძიმესი ტვირთი აწევთ ამ ადამიანებს. ხელისუფლებისადმი ლოიალურ ცესკოს თავმჯდომარეს დაუჭირეს მხარი და არჩევნები რომ არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მათი წვლილი იქნება ამაში „ოცნებასთან“ ერთად“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.