"პოეტის სიტყვები "თერგი რბის თერგი ღრიალებს" დაგვრჩა მოგონებად,ბიძინა ივანიშვილმა როგორც ბიუჯეტი გააქრო, ისე ააორთქლა ჩვენი ეროვნული სიამაყე",-ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა დარიალის ხეობაში თერგზე ჰესის მშენებლობისას "კურიერთან" განაცხადა.
"პოეტის სიტყვები "თერგი ჰრბის, თერგი ღრიალებს" დაგვრჩა მოგონებად,ბიძინა ივანიშვილმა როგორც ბიუჯეტი გააქრო, ისე ააორთქლა ჩვენი ეროვნული სიამაყე, მათი დამარცხება იქნება განაჩენი, განაჩენი იმის გამო, რაც მათ ჩაიდინეს ამ ტოტალური ეკოკატასტროფითა და ნგრევით, რის შედეგადაც ჩვენ დავკარგეთ თერგი ხეობა, ვკარგავთ არაგვის ხეობას, იკარგება ენგურის ხეობა, დაინგრა ჭოროხი და ჩვენ ეს ნგრევა უნდა შევაჩეროთ 28-ში,“ - განაცხადა  ნათელაშვილმა.