ირაკლი ქარსელაძემ კარგად გამოაჩინა, რომ მას თავის სამართლებელი არაფერი აქვს, მან გააბათილა ის ნარატივი, რომელსაც ოპოზიციის ერთი ნაწილი იყენებს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ რიკოთის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

„პოპულისტური მიზეზებით, შესაძლოა ნახეს მიზეზი რის გამოც შეიძლება პანიკა იოლად დათესონ. ამ მანიპულაციის ფონზე, სპეკულაციას ყოველგვარი შანსი მოუსპო ირაკლი ქარსელაძის განცხადებებმა. აბსოლუტურად ცხადი გახდა, რომ რაიმე ბრალდებას არავითარი მიზეზი არ გააჩნია.

პრაქტიკულად თვითმიზნად აქვთ გამოცხადებული, რომ სადმე რამე კონტრარგუმენტი მონახონ, რომლითაც დაუპირისპირდებიან ხელისუფლებას. ეს იყო მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური მანიპულაცია და ამას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტების გარკვევის სურვილთან,"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძე.