იშვიათია იპოვო ისეთი პროექტი, რომელიც ყველა კრიტერიუმის მიხედვით არის კოლოსალური მნიშვნელობის, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რაც ყველაზე მთავარია, თვითონ მოქალაქეებისთვის იქნება ძალიან ბევრი ყოფითი პრობლემის მომწესრიგებელი. ეს პროექტი ჩვენს ქვეყანას გადამწყვეტ უპირატესობებს სძენს, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-კილომეტრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ გაიხსნა. გზის ახალი მონაკვეთი იწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან და მთავრდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან. ხევი შორაპნის მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს