2012 წლამდე მთლიანად დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი 25 მილიონი იყო სულ, მთელი წლის განმავლობაში. ახლა მარტო განსახლების პროგრამაზე, რომელიც მოიცავს ბინების მშენებლობას, სოფლად სახლის პროგრამას და ა.შ., იხარჯება წელიწადში 250 მილიონი, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ რეალურად გადაწყვიტა, რომ ამ პრობლემას წერტილი დაუსვას. წლების განმავლობაში ამ პრობლემის გადაჭრას არავინ ცდილობდა.

„პირველად არის საქართველოს ისტორიაში, როდესაც რეალურად სახელმწიფომ სერიოზულად მოჰკიდა ხელი იმ პრობლემის გადაჭრას, რომელსაც ჰქვია დევნილთა განსახლება. 2012 წლამდე მთლიანად დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი 25 მილიონი იყო სულ, მთელი წლის განმავლობაში. ახლა, მარტო განსახლების პროგრამაზე, რომელიც მოიცავს ბინების მშენებლობას, სოფლად სახლის პროგრამას და ა.შ., იხარჯება წელიწადში 250 მილიონი, ათჯერ მეტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ რეალურად გადაწყვიტა, რომ ამ პრობლემას წერტილი დაუსვას. წლების განმავლობაში ამ პრობლემის გადაჭრას არავინ ცდილობდა“, - აღნიშნა მინისტრმა.