გვრჩება 2 თვე საქართველოს გადასარჩენად! - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"შუშის სარკოფაგიდან საბოლოოდ დაგვიანონსეს საქართველოში დიქტატურის შექმნა. ჰიტლერს და მუსოლინისაც კი არ მოსვლიათ თავში საარჩევნო დაპირისპირებებში დიქტატურის დამყარების შეტანა.
ეს აჩვენებს, ჩვენი ჭორვილური, ორღობის დიქტატურის მთელს აბსურდულობას და მეორე მხრივ მის უკიდურეს საფრთხეს, თითოეული ქართველის კეთილდღეობისთვის, უსაფრთხოებისთვისა და მომავლისთვის.
რატომ აირჩია ოლიგარქმა მთავარ სამიზნედ "ნაციონალური მოძრაობა"? - საქმე იმაშია რომ ამდენი წელია ჩვენ გვანადგურებენ, გვიჭერენ, გვყოფენ და მაინც, არჩევნების წინ " 5 " ფენიქსივით იკრებს ძალას და დიქტატურის წინააღმდეგ, ჯებირის მთავარ საფუძველს ქმნის.
"ნაციონალური მოძრაობა" ესაა დიდი აღმშენებლობის, ძლიერი ქართული სახელმწიფოსი საქართველოს იდეა, როგორც მსოფლიოს კაშკაშა ვარსკვლავის.
ესაა ადამიანების სამსახური, დრაივი, იმედი, მაგრამ ილუზია ნურავის ექნება, დიქტატორს მთელი ოპოზიციის დაჭერა და განადგურება სურს; მეორე მხრივ ჭორვილური დიქტატურა წარმოადგენს საქართველოს პატარა სოფლად გადაქცევის მცდელობას, მუდმივ უიმედობას, ზიზღს, ძალადობას, დაჭერებს.
ესაა მთელი ქვეყანა 1 კაცის მფლობელობაში, სადაც ხალხისთვის არაფერია. ესაა დიდი ჩიხი, რომლიდანაც არ არსებობს გამოსავალი.
სინათლე და იმედი გაიმარჯვებს ჭაობზე და სიბნელეზე!
გვრჩება 2 თვე საქართველოს გადასარჩენად!"