მე სრულ სოლიდარობას ვუცხადებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და მომეწონა რომ ის არ წამოეგო პროვოკაციას და არ დათანხმდა რუსული პროკურატურის მოთხოვნას.- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი ორეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მე ვნახე რომ ქ-ნ სალომეს არც მედვედევის მუქარა გამორჩენია მხედველობიდან.
ოღონდ სამართლიანობა მოითხოვს, რომ ზუსტად ასეთი, მოსკოვიდან მოსული ინსტრუქციების შედეგად უკვე სამ წელზე მეტი ვიმყოფები, თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით პატიმრობაში და არ მსურს, რომ ამ უკანონო პატიმრობაზე ისტორიული პასუხისმგებლობის ფიგურანტი პრეზიდენტი ზურაბიშვილიც აღმოჩნდეს, რომელსაც რეალურად შეეძლო ამ უსამართლობის აღმოფხვრა.
თქვენ რას ფიქრობთ ხალხო? " - წერს მიხეილ სააკაშვილი.