ნიკა გვარამია ჩემთვის არის ნომერ პირველი პოლიტპატიმარი - წერს მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში:
"ნიკა გვარამია ჩემთვის არის ნომერ პირველი პოლიტპატიმარი. რადგან ვთვლი, რომ მათ შორის, ჩემს გამოც ზის ციხეში, იმის გამო, რომ იყო ჩემი ადვოკატი, სულ გვერდით მედგა და მიცავდა, ამიტომ, მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას მის პატიმრობაზე, ამას ყოველთვის ვახსენებ ჩემს წერილებში საერთაშორისო ასპარეზზე. ვინც ცდილობს გაყოს ჩვენი საკითხები ერთმანეთისგან, ივანიშვილის იაფფასიან თამაშს თამაშობს."