ლევან ხაბეიშვილმა ხელახლა ჩაუსახა იმედი ხალხს და სწორედ ამიტომ ჰყავთ დაჭერილი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ლევან ხაბეიშვილი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი.
მან ხელახლა ჩაუსახა იმედი ხალხს და სწორედ ამიტომ ჰყავთ დაჭერილი. 
მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საპყრობილეში კიდევ უფრო მეტ ოპტიმიზმს და გაუტეხლობას ასხივებს. ვამაყობ მისით!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.