"ხალხმა აქციებზე ზუსტად უნდა იცოდნენ რომ პარტიები მუშაობენ. მხოლოდ "ორბელიანების სასახლეში" სიარული საქმეს არ შველის, ვინაიდან მალე ამ შეკრების ადგილსაც მოხურავენ."- ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"საზოგადოება თვითორგანიზების სასწაულებს აჩვენებს.
სწორია, რომ პოლიტიკოსები არ ცდილობენ მოასხდნენ პროცეს. და მაინც, ეს არის საბოლოო ჯამში პოლიტიკური პროცესი და მხოლოდ იმაზე აქცენტის გაკეთება რომ ბევრი პოლიტიკოსი აქციაზე დგას საკმარისი არაა.
კარგია რომ გაკეთდა საერთო საინფორმაციო ცენტრი, მაგრამ ბევრად მეტია გასაკეთებელი. საჭიროა აქციების პარალელურად ბევრად უფრო მჭიდრო საჯარო ინტერაქცია.
ის რომ მერიოტთან "პოლიცია" თავს დაესხა ოთხ პარტიულ ფორმატს და ამის შემდეგ გვარამია დაიჭირეს და პარტიულ ოფისებში შევიდნენ, ნათლად აჩვენებს იმას რომ დიქტატურას ეშინია ამ ფორმატის.
მეორე მხრივ ხალხმა აქციებზე ზუსტად უნდა იცოდნენ რომ პარტიები მუშაობენ. მხოლოდ "ორბელიანების სასახლეში" სიარული საქმეს არ შველის, ვინაიდან მალე ამ შეკრების ადგილსაც მოხურავენ."