ჩემს ჯინაზე, ღარიბაშვილის პოლიტპატიმრად გამომცხადებლებს ვუხსნი, თუ რატომ არ არის ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარი. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"მას დაჭრამდე არასდროს არ გამოუთქვამს ივანიშვილისგან და მისი პარტიისგან განსხვავებული აზრი და ამიტომ პოლიტიკის გამო არ და ვერ დაიჭერდნენ. ის თანამდებობაზე ყოფნის დროს იყო ჩართული მრავალ მძიმე დანაშაულზე, რომლის შესახებაც მთელმა საზოგადოებამ იცის.

საბოლოო ჯამში ღარიბაშვილი არც არასდროს ყოფილა პოლიტიკოსი - ის ყოველთვის კრიმინალური ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო.

ახლა კი იმ პოლიტიკოსებზე, ვინც ამ თემას მუსირებენ. მათ რეალურად სურთ ღარიბაშვილთან რაღაც სახის კოალიციის გაკეთება, ვინაიდან მათი აზრით ღარიბაშვილს აქვს ფული და გავლენა ქოცების რაღაც ნაწილსა.
გარდა იმისა, რომ ასეთი მიდგომა სრულიად ამორალურია, ის ასევე სრულიად არაპრაგმატულია. თუმცა ეს პოლიტიკოსები არც არასდროს ბრწყინავდნენ სწორი პოლიტიკური ინტუიციით.

ილტვოდე გაემიჯნო მიშას და შეეკრა ღარიბაშვილს, ეს გილაურებთან ალიანსზე ათასჯერ უარესია." - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუკზე"