საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ხვალისთვის დაგეგმილ „ერთობის ჯაჭვის“ აქციას.

„ძალიან მაგარი იდეაა „ცოცხალი ჯაჭვი“.

პარალელს ავლებენ ბალტიის ქვეყნების მაგალითთან, თუმცა რატომღაც დაივიწყეს 2008 წელს, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩემი ინიციატივით გაკეთებული საერთო-სახალხო ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც, საბედნიეროდ, მთელმა ერმა აიტაცა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.