2004 წელს ასლანის მოშორება სწორედ ბათუმის უნივერსიტეტის კიბეებზე მჯდომარე აქციით დაგვირგვინდა. ახლა პროტესტს ბევრად უფრო დიდი მასშტაბი აქვს ვიდრე მაშინ და სადაც ბათუმის აქტიურობაა, იქვეა გამარჯვებაც - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ძალიან ვამაყობ ბათუმის აქტიურობით. მინდა გაგახსენოთ, რომ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ბათუმი ხელახლა აშენდა. ის მთელი შავიზღვისპირეთის ყველაზე თანამედროვე მეგაპოლისად იქცა. მისი მოსახლეობა თითქმის გასამმაგდა. ამავე დროს, ოცნებამ ბათუმის სამი მთავარი პროექტი დაბლოკა - “როიალ კარიბიანის” პორტი, ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და საერთაშორისო ფინანსური ცენტრი. 2004 წელს ასლანის მოშორება სწორედ ბათუმის უნივერსიტეტის კიბეებზე მჯდომარე აქციით დაგვირგვინდა. ახლა პროტესტს ბევრად უფრო დიდი მასშტაბი აქვს ვიდრე მაშინ და სადაც ბათუმის აქტიურობაა, იქვეა გამარჯვებაც.