ძალიან გთხოვთ, დაანებეთ თავი ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, თორემ გამოწვევას მივიღებთ და მუქარის გარეშე, უბრალოდ დამარცხდებით, იმიტომ რომ არაფერზე არ დგახართ, არც სარწმუნოება გაქვთ, არც მრწამსი არა გაქვთ... - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ბოდბეში, წმინდა ნინოს დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურების შემდეგ, ქადაგებაზე განაცხადა და ქალებს მიმართა:
"იქნებ, დაფიქრდეთ, ჭკვიანი ხალხი ხართ და ჭკუა არ ნიშნავს იმას, რომ გონიერი ხარ. კუა სხვა რამეა და გონიერება აბსოლუტურად სხვა რამეა. ეკლესიასთან ბრძოლას თავი დაანებეთ, იმიტომ რომ "კლდესა ზედა დავაფუძნო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მასო." ვერ მოერევით, რა... ახლა წარმოიდგინეთ, მოკლე ისტორიული მეხსიერება არა გვაქვს და რომლები იძახიან ეკლესიაზე რუსული რუსული რუსული... გადახედონ ეროვნულ მოძრაობას და ვინც მაგას იძახის, ეროვნული მოძრაობის მართლა პატრიოტი წევრები რას ამბობენ მაგათზე. ყველას ყველაფერი გვახსოვს. ძალიან გთხოვთ, დაანებეთ თავი ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, თორემ გამოწვევას მივიღებთ და მუქარის გარეშე, უბრალოდ დამარცხდებით, იმიტომ რომ არაფერზე არ დგახართ, არც სარწმუნოება გაქვთ, არც მრწამსი არა გაქვთ... ჩვენთან თუ რამე ცუდია, თვითონ გამოვასწორებთ და თქვენ თქვენ თავებს მიხედეთ. არჩევნების წელია და პირიქით, ყველა უნდა შევეცადოთ, რომ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს, ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ აბსოლუტურად ყველამ და უნდა ვისწავლოთ ერთად ცხოვრება. შეხედეთ რა ხდება, თითქოს ადამიანისთვის მარტო ორი რამ იყოს საჭირო - სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს და შეხედეთ, ვის იცავენ ხოლმე. საქართველოში ვიღაცა რაღაცას რომ დააშავებს, მაშინ ახსენდებათ ის... დალოცვილო, სხვა რამე გაიხსენე, ხომ არ არის სიყვარული. ერთი პატარა ქვეყანა გვაქვს, შევინარჩუნოთ ეს სიმშვიდე. რას გვასწავლის ქრისტე, მოციქულებს რომ ეუბნება - "იყვარებოდეთ ერთმანეთსა", ხალხი რომ შეგხედავთ, ერთმანეთი გიყვართ, მართლა დაიჯერებენ, იმათაც შეუყვარდებით და ერთმანეთიც შეუყვარდებათო"