დონალდ ტრამპის კრიტიკულ განცხადებებს კიდევ ერთხელ ეხმიანებიან მმართველ გუნდში. უმრავლესობაში ამბობენ, რომ უკრაინაში ომის თავიდან აცილების საკითხთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა. ასევე, სახელისუფლებო გუნდში აკრიტიკებენ ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს, დონალდ ტრამპის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო.

"ის არის ხისტი და პირდაპირი, რაც ბევრ პოლიტიკოსს თუ სხვა მოთამაშეს და, რაც ყველაზე მთავარია, "დიფსთეითის" ჯერ კიდევ არსებულ კუდებს, ძალიან მწვავედ ხვდება, თუმცა ის არქმევს ყველაფერს თავის სახელს. ის რომ საუბრობს კორუფციაზე, დანაშაულებზე, პირველ რიგში იმაზე, რომ ომის არიდება შესაძლებელი იყო, ამას ჩვენი ხელისუფლება და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დიდი ხნით ადრე ვამბობდით", - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.