სულ რაღაც 65 წამში, სალომე ზურაბიშვილმა გვაჩუქა 5 სიმბოლური და პრაქტიკული აღიარება, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რომელიც სალომე ზურაბიშვილის საუბრის ვიდეოჩანაწერს აზიარებს.
„უნიკალური ვიდეო!
სულ რაღაც 65 წამში, სალომე ზურაბიშვილმა გვაჩუქა 5 სიმბოლური და პრაქტიკული აღიარება:
1. საერთო პატრონის მიუხედავად, ოპოზიციურ პარტიებს ელემენტარული შეთანხმების მიღწევაც კი ძალიან უჭირთ (წარმატების შანსიც რომ ჰქონდეთ, კოალიციის მაგივრად მივიღებთ ქაოსს).
2. ოპოზიციაში არ არსებობს ძალა, რომელსაც აქვს გამარჯვებასთან მიახლოების თეორიული შანსიც კი.
3. „გამოკვლევებული“ ოთხი პარტიიდან ოთხივე დაახლოებით ერთი წონისაა (რაც ნიშნავს, რომ ბარიერს მიღმა ნაცმოძრაობაც შეიძლება ვიხილოთ. ისეთ რისკზე მიდიან, ხუთიანის ბანერებსაც არ აკვრევინებენ - ოღონდ სხვებმა ბარიერი გადალახონ, რაც, მაგალითად, გახარიას შემთხვევაში პრაქტიკულად გამორიცხულია).
4. სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები მოქმედებენ საერთო გეგმით.
5. ამ ოთხი პარტიის საერთო მიზნის ქვეშ გაერთიანებაც (ქარტიაზე ხელმოწერა) გარე ძალების დამსახურებაა.
მადლობა, ქალბატონო სალომე, ასეთი ლაკონიური გულწრფელობისთვის, ან წამოცდენებისთვის, თქვენ უფრო იცით...“, - წერს მამუკა მდინარაძე.