საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ნაცაგენტურას“ ქვეყანაში საღი აზრის 40%-მდე აქვს ოკუპირებული.
"ამას მისდევენ და თვითონ არიან ევროპელები - მოკვლა, გაუპატიურება ქალის თუ მამაკაცის, ციხეში ხალხის ჩაგვრა, ტელევიზიების დახურვა, ტელევიზიების ერთ ხმაში ლაპარაკი - ეს არის ევროპული საქმე. და დემოკრატია, ევროპისკენ რეალური სვლა არის რუსული საქმე და რუსეთის სპეცსამსახურები ალაგებენ თურმე საქართველოში (საქმეს). რა მაგრები არიან თურმე რუსები, წარმოგიდგენიათ, რამხელა ამბავი დაგვილაგეს აქ? ამ მარაზმს სთავაზობენ საზოგადოებას.
ამომრჩეველს არ ვეხები, მაგრამ მართლა მიკვირს, თუნდაც ერთი ადამიანის, რომელიც ამას იჯერებს. ხომ არის ამ ქვეყანაში ხალხი, რწმენის დონეზე აქვთ ატანილი, ახლა მე რომ აქ ვდგავარ, ჩელიაბინსკში ვართ. ძალიან სამწუხაროა, ამას რომ აჯერებენ ხალხს. თქვენი გონება აქვთ ოკუპირებული, მეგობრებო. საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული რუსეთს და ინფორმაციის, რეალობის 40% ამ ქვეყანაში, ოკუპირებული აქვს „ნაცაგენტურას“. ორივე ოკუპანტია - რუსეთის ხომ ოკუპანტია და ბინძურად თამაშობს გეოპოლიტიკურ თამაშებს, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინაში, ასევე ბინძურად თამაშობს ადამიანების გონებაზე და ინფორმაციაზე, სიმართლესა და ობიექტურობა ის ხალხი, რომლებსაც საღი აზრის 30-40% აქვს ოკუპირებული ამ ქვეყანაში. ორივე საშინელებაა - ერთი მხრივ ფსიქოლოგიური ზეწოლა, მეორე მხრივ ფიზიკური ზეწოლა ოკუპაციის სახის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.