„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა.

„სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები იყო რუსული და მე მას ვერ ვაღიარებო. (მარტო ლავროვი შემიძლია ვაღიაროო). სცენარის მიხედვით ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვან, რომ არ შემოვლენ პარლამენტში. აბა ვნახოთ.
p. s. არ ჩქარობენ“, - წერს სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძე.

პრეზიდენტი: ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება, ეს არის იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის