პარტნიორებთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე პრემიერ-მინისტრს და ჩვენ ბოდიშების მოხდა გვიწევს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე გვიწევს ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან ბოდიშების მოხდა, პრემიერ-მინისტრს და ჩვენ. დღეს ვდგავართ და ვებოდიშებით, რადგან იმდენად დამაზიანებელი განცხადება გააკეთა ორი ქვეყნის ურთიერთობებში, რომ არა ჩვენი გადაწყვეტილება იმპიჩმენტის საკითხზე, მთელ მსოფლიოს რომ დავანახეთ, ეს ადამიანი უხეშად არღვევს კონსტიტუციას, ჩვენი მხრიდან ეს დაფიქსირდა, გახმოვანდა, ამით ხაზი გავუსვით ამ დარღვევის მნიშვნელობას, ეს რომ არ ყოფილიყო, ათასჯერ უარესს და უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. ეს ქალი ამბობს, რატომ არ მიშვებენ ევროპაში, რატომ მიზღუდავენ გადაადგილებას და რატომ არ მაძლევენ ლეგიტიმაციას მათი სახელით ვილაპარაკო სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში, როცა ასეთ უხერხულ და საბოდიშო მდგომარეობაში აგდებს მთავრობას და ხალხს“, – განაცხადა მდინარაძემ.