თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე   ზვიად შარაძემ  "ლელოს" ლიდერს მამუკა ხაზარაძე  რვა თვით პატიმრობა შეუფარდა და ორი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.

2025 წლის 17 ივნისს  საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიამ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე კომისიაზე ხელმეორედ დაიბარა. რასაც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქელში უპასუხა.

"კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში, ისევ სიგნალით, ისევ კონსტიტუციისა და კანონის დარღვევით. 
მგონი მკაფიოდ გითხარით, რომ არ გაღიარებთ. 
მოსვლას არ ვაპირებ! 
ვიცი, რომ ჩემი დაჭერა გინდათ.  ნუ წვალობთ, მაინც ვერ შემაშინებთ! ბრძოლა რუსულ რეჟიმთან იქნება ბოლომდე! "" - დაწერაძემ. 

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში 25 მარტს გადაიგზავნა. პირველ აპრილს მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა. ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

ამასთან, დღესვე გამოცხადდება „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განაჩენიც. მასაც აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, რაც მასაც გადახდილი აქვს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე, 2025 წლის 2 აპრილის იგივე ბრალდებით, მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ხაზარაძეს,  პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა.