ჩვენ მოვდივართ ახალი ლიდერებით - ვიწყებთ ბრძოლას ძლიერი საქართველოს ასაშენებლად! , - ამის შესახებ „ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. 

„ჩვენ ვართ ძლიერი საქართველო - რეალური ალტერნატივა, რომელსაც ელოდება ხალხი! ჩვენ მოვდივართ ახალი ლიდერებით, ახალი იდეებით და საქმით, რომელიც ზურგს გვიმაგრებს! 
ახლა დროა მხარდამხარ დგომის, მხარდამხარ ბრძოლის და ერთმანეთისთვის ხელის გაწვდენის, იმ მიზნისთვის, რომელსაც საქართველოს გადარჩენა ჰქვია! 
და დღეს კიდევ უფრო დიდი შემადგენლობით ვიწყებთ ბრძოლას ძლიერი საქართველოს ასაშენებლად! 
ალეკო ელისაშვილი დღეიდან ჩვენი გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.