რუმინული მხარის ინიციატივით, 2026 წლის 16 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ოანა-სილვია ცოიუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები და საქართველოში მიმდინარე პროცესები.
„მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და ამ კონტექსტში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა, შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.











