"როდესაც ჩვენი ქვეყანა რეალურად იქცა ეპიცენტრში ერთგვარად საგარეო ჩარევების, საგარეო აქტორების მხრიდან განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი გავხდით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება," - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა "კურიერი P.S.-თან" ინტერვიუში განაცხადა.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დღეს საქართველო მყარად პოზიციონირებს საგარეო ასპარეზზე.
"რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია სწორედ ის, რომ დღეს საქართველო ბევრად უფრო მყარად დგას, ბევრად უფრო კარგად პოზიციონირებს საგარეო ასპარეზზე და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა შევძელით და შესაბამისად, დღეს უკვე ვდგამთ იმ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის უკეთ პოზიციონირებას, სუვერენიტეტის განმტკიცებას და იმ მიზნების მიღწევას, რაც უკავშირდება უსაფრთხოებას, სტაბილურ განვითარებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.








