ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ევროპის ლიდერებისთვის არის საუკეთესო შესაძლებლობა უმაღლეს დონეზე წარიმართოს მსჯელობა ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ამ ფორმატში საქართველოს პრემიერის მონაწილეობა კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილდეს ყურადღება.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობა ამ ფორმატში კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის, ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება როდესაც ევროპის ლიდერები იმსჯელებენ უსაფრთხოებასთან, თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ევროპის რეგიონში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში, რომელიც 16 მაისს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართება.