საზოგადოება რასაც ეს დღეები ისმენს, არის ერთიანი დიდი ძალისხმევა საქართველოს წინააღმდეგ, სწორედ ამ პროცესის გარძელებაა არცოდნა თუ ისტორიის შეგნებულად დამახინჯება. ჩვენ ვხედავთ ამ ადამიანების მიერ აბსოლუტურად უადგილო შედარებებს ყარაბაღთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ამოცანაა საქართველოს გაერთიანება.

„რუსეთმა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის და საკუთარი ტერიტორიების საზღვრების მიღმა მოახდინა რომელიმე ტერიტორიის ოკუპაცია. ამით საზოგადოებას პირდაპირ ეუბნებიან, რომ აფხაზეთი რუსეთია და საქართველო თურმე აფხაზეთი არასდროს ყოფილა. ეს ანტიქართული და ანტიევროპული განცხადებაა, რადგან ამით საზოგადოებას ასევე ეუბნებიან, რომ ჩვენ თუ გვინდა დასავლეთისკენ სვლა და ევროკავშირში თუ ნატო-ში გაწევრიანება, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უნდა დავივიწყოთ. ეს არის მთელი ანატომია ამ მოღალატეობრივი ძალისხმევის, რომელიც მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენი ეროვნული ამოცანა, რაც მოსახლეობის მიერაა მხარდაჭერილი, საქართველოს გაერთიანებაა და დასავლეთი იქნება, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი თუ სამხრეთი, ნებისმიერი მიმართულება ეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საშუალებაა და არა ფასი, რაც ქვეყანამ უნდა გადაიხადოს. ვინც იმას ამბობს, რომ საქართველომ უნდა დაივიწყოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი იმისთვის, რომ რომელიმე მიმართულებით იაროს, ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ, ის არის უსამშობლო, ანტიქართველი და მოღალატე ადამიანი საკუთარი სახელმწიფოს და მოსახლეობის მიმართ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.