საქართველოს თავისი დღის წესრიგი აქვს და იქ ვართ, სადაც ვიყავით, იგივე მიზნები გვაქვს ქვეყნების დაკავშირებასთან დაკავშირებით და ამ როლს შევასრულებთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„საქართველო იქ არის, სადაც აქამდე იყო. საქართველო დამაკავშირებელი იყო რვა დაკეტილი ქვეყნისთვის, ზღვაზე გაუსვლელი ქვეყნებისთვის და ჩვენ ამ ფუნქციას დღესაც ვასრულებთ. როგორც ჩანს, გარკვეული პრობლემებია ამ მარშრუტის ამოქმედებასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი შეეცდება მის მოგვარებას. შეიძლება, ეს ვიზიტი სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებთანაც იყოს დაკავშირებული, თუმცა ეს მათი დღის წესრიგია. საქართველოს თავისი დღის წესრიგი აქვს და იქ ვართ, სადაც ვიყავით, იგივე მიზნები გვაქვს ქვეყნების დაკავშირებასთან დაკავშირებით და ამ როლს შევასრულებთ“, – განაცხადა მახაშვილმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი თებერვალში აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ვენსი სომხეთსა და აზერბაიჯანში სამშვიდობო ძალისხმევის გასაძლიერებლად გაემგზავრება.




