საქართველო დღეს ებრძვის მავნე, უცხო ჩარევების რვაფეხას, რომელსაც თავისი საცეცები აქვს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.

როგორც მახაშვილმა აღნიშნა, გამჭვირვალობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხად გადაიქცა.

„ღიმილის მომგვრელია, რომ ერთი მხრივ თან დემოკრატიას ითხოვენ ეს [ენჯეოები, დონორები] ადამიანები და მეორე მხრივ, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დემოკრატიის ფუნდამენტურ მახასიათებლებს: გამჭვირვალობას, ღიაობას, ანგარიშვალდებულებას და დიალოგს. დღეს გამჭვირვალობა დემოკრატიის კომპონენტი აღარაა, იგი გადაიქცა ეროვნული უსაფრთხოების საკითხად“, - აღნიშნა მახაშვილმა.