ამ დღეებში და კვირებში განსაკუთრებით კარგად ჩანს დიალოგის ხელის შემშლელი ვინ არის, ეს სწორედ ევროპარლამენტია, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების სახით, რომლებიც საკუთარ ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე დიალოგის ხელშეშლას მაქსიმალურად ცდილოვენ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება წინა წლების განვითაებებს თუ დააკვირდება, როდესაც ურთიერთობის გადატვირთვის, დიალოგის და თანამშრომლობის პერსპექტივა იყო, ეროპარლამენტი ამის სრულიად საპირისპირო დინებით ცურავდა, დღესაც იგივე ხდება.

„იცით, მარტივი მიზეზის გამო რეზოლუციას რასაც გავუკეთებდი. ეს დოკუმენტი თავის დამატებებიანად, რეალობას სრულიად აცდენილია. განსაკუთრებით ამ დღეებში და კვირებში ძალინ კარგად ჩანს რეალურად დიალოგის ხელის შემშლელი ვინ არის. ეს სწორედ ევროპარლამენტია, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების სახით, რომლებიც საკუთარ ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე დიალოგის ხელშეშლას მაქსიმალურად ცდილოვენ. საზოგადოება თუ წინა წლების განვითაებებს დააკვირდება, როდესაც ურთიერთობის გადატვირთვის, დიალოგის და თანამშრომლობის პერსპექტივა იყო, ეროპარლამენტი ამის სრულიად საპირისპირო დინებით ცურავდა, დღესაც იგივეს ვაკვირდებით. ევროპარლამენტის დოკუმენტებმაც და ევროპარლეტმაც სამწუხაროდ ფასი საზიგადოებისთვისაც დაკარგა. ის თანამშრიმლობის და დიალოგის დღის წესრიგს არ ემსახურება. დღეს ევროპარლამენტის დღის წესრიგი თანხვედრაში არ მოდის საქართველო-ევროკავშირის და ზოგადად საქართველოს უკეთესი მშვიდობიანი მომავლის დღის წესრიგში“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კითხვაზე იმის შესახებ, რომ მედიის დასანქცირება იგეგმება, ლევან მახაშვილი ამბობს: „ხუთი ადამიანი შეიკრიბა, რაღაც დალიეს და ეს გადაწყვეტილება მიიღეს“.

„ერთი ხელით ცდილობენ, ხმამაღალი მოწოდებები რაც გვესმის დემოკრატიის დაცვაზე, მედიაპლურალიზმზე, მედიათავისუფლებაზე და მეორე ხელით, თავისივე ოფიციალურ დოკუმენტებში მედიის თავისუფლებას ზღუდავენ. ამიტომ ეს განცხადებები და ამ კონკრეტულ დოკუმენტში ეს ჩანაწერები ღიმილის მომგვრელია. დეზინფორმაციით და ტყუილებით სავსე დოკუმენტები ახალი არ არის. მივეჩვიეთ, ევროპარლამენტმა მსგავსი ტიპის დოკუმენტებით „გაგვათამამა“. ერთადერთი სპორტული ინტერესიღაა დარჩენილი წინაზე უარეს დოკუმენტს შეიმუშავებენ თუ ამ დოკუმენტში სიახლე გვექნება. სამწუხაროდ, ეს დოკუმენტები წარსულია და არა მომავალი“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 53 ხმით 14-ის წინააღმდეგ კენჭი უყარა საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელიც მომხსენებელ რასა იუკნევიჩიენეს მიერ იყო წარდგენილი.