ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე საქართველოდან ოფიციალური მიწვევა არავის მიუღია. ვინც იქნება ღონისძიებაზე, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი პირადი მიწვევით იმყოფება. - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
"არცერთი, მათ შორის არც სალომე ზურაბიშვილი არცერთი პირი ოფიციალურად არ არის მიწვეული. სალომე ზურაბიშვილი და სხვა პირები, რომლებიც აპირებენ დასწრებას, არიან ჯო უილსონის და სხვა პირადი მიწვევებით. ფიზიკურად იქ იქნებიან თუ არ იქნებიან ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი აქ არის, ის რომ ოფიციალური მოწვევები არ გაგზავნილა." - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება