საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას „ფორმულას” ეთერში გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
საქმე ეხება, ნიკა გვარამიას განცხადებას: „ფაშინიანით სინამდვილეში მაგიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ მან შეძლო ტრავმების დამარცხება, რეალურად, ყარაბაღი ხომ ჩაბარება იყო? იყო ომი, გასაგებია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სომხეთმა თქვა, რომ მომაშორეთ, წაიღეთ“.
„შეგახსენებთ, რომ ამ უსამშობლო აგენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა. ოდნავადაც არ გრცხვენიათ? იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს უსამშობლო აგენტი ერთი თვის წინ ძალიან დამწუხრებული საუბრობდა იმაზე, რომ განადგურებულ უკრაინას აღდგენისთვის მსხვილ ტრანშებს ჩაურიცხავენ და ჩვენ ამ ფულის გარეშე დავრჩებით, რადგან მშვიდობაა საქართველოშიო“, – წერს ლევან მაჭავარიანი.








