"ქართული ოცნების" ერთერთი ლიდერი ლევან მაჭავარიანი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მისი 10-წლიანი მოღვაწეობა პატრიოტიზმს, პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებას ეფუძნებოდა.
"მადლობა მამუკა მდინარაძეს სამშობლოსა და გუნდის ერთგული მსახურებისთვის. საქართველოსაც და „ქართულ ოცნებასაც“ ძალიან დააკლდება ასეთი მაღალი დონის პროფესიონალის პოლიტიკიდან წასვლა.
მისი 10-წლიანი მოღვაწეობა პატრიოტიზმს, პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებას ეფუძნებოდა.
დარწმუნებული ვარ, მომავალ საქმიანობაშიც არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს", - წერს ლევან მაჭავარიანი.
მინდა საზოგადოებას ვაცნობო, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა და პოლიტიკაც. - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა და რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან, ბრიფინგზე განაცხადა.









