არავის ციხეში ჯდომა არავის უხარია, მაგრამ ადამიანი როდესაც დანაშაულზე მიდის, უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაუდგეს. დამხობა სცადე - არ გამოგივიდა, აბა გამოსვლოდათ - ერთმანეთს შეასწრებდნენ პრეზიდენტის სასახლეში, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
წამყვანმა მას კითხვა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაუსვა.
„მთელი საქართველო პირდაპირ ეთერში ვუყურებდით რა იგეგმებოდა, რა მოწოდებები და რისი მცდელობა იყო. ამაზე მყარი მტკიცებულება ჩემთვის წარმოუდგენელია. ეს ყველაფერი თვეებით ადრე მზადდებოდა და გვესმოდა მუქარა ხელისუფლების მიმართ - დაგამხობთო. მერე შეცვალეს მუქარა და ამბობდნენ - მშვიდობიანად დაგამხობთო. არავის ციხეში ჯდომა არავის უხარია, მაგრამ ადამიანი როდესაც დანაშაულზე მიდის, უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაუდგეს. დამხობა სცადე - არ გამოგივიდა, აბა გამოსვლოდათ - ერთმანეთს შეასწრებდნენ პრეზიდენტის სასახლეში ვინ დაჯდებოდა ამა, თუ იმ ადგილას. არ გამოუვიდათ და შეცვალეს „მესიჯ ბოქსი“.
სალომე ზურაბიშვილმა, არ მაინტერესებდა არაფერი, ისე ვიდექი იქო. პირველი იდგა. აბა გამოსვლოდათ და პირველი შევიდოდა იმ პრეზიდენტის სასახლეში, ვერავინ დაასწრებდა. ინდულგენცია არაა პოლიტიკოსობა. ხელისუფლებაში ვარ და პირდაპირ მაგალითებით ვსაუბრობთ. ჩვენი გუნდის მოქმედი წევრები იყვნენ, თუ წასულები, ვინც რამე დააშავა, ყველა აგებს პასუხს. ჩვენ ეს საქმით გვაქვს დამტკიცებული.
იუველირული სიზუსტით ჩაატარა ეს ღონისძიება [გამოძიება] ჩვენმა ძალოვანმა უწყებებმა და დეფაქტოდ მამუკა მდინარაძემ შეასრულა ის როლი და მოვალეობა, რაც დღეს მას დე იურედ თავისი თანამდებობიდან გამომდინარე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს - პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა.




