„ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია, თავისი თავი ჩიხში შეიყვანეს, ქუჩაში არიან დარჩენილი. ეს ყველაფერი მათი გარე პატრონების გათვლების შედეგია, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ წნეხის პირობებში კომპრომისების მიმართულებით გადაადგმევინებდნენ ნაბიჯებს, როგორც ეს 2020 წელს მორჩა. – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
"ოპოზიცია ქუჩაში დარჩა და ახლა მათმა ნაწილმა არ იცის, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს თუ არა. ეს ყველაფერი მაინც ისე დალაგდება, როგორც გარე უფროსები ჩამოყალიბდებიან. როგორც ჩანს, არჩევნებზე ფსონს „ლელოსა“ და გახარიას პარტიაზე დებენ, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ბრენდი, გაცვეთილი და სამარცხვინოა, მასზე ფსონს აღარ დებენ. სამწუხაროდ, დღეს ისეთი ამომრჩეველიც რჩება, ვისაც აღქმული არ აქვს, რომ „ლელო“ და გახარია ზუსტად ისეთივე ძალაა, როგორც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.
რა კონფიგურაციით გამოვლენ, მალე გამოჩნდება, რადგან დავალებებიც მალე იქნება. ჩვენ ნებისმიერი კონფიგურაციისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, 8 პოლიტიკურმა პარტიამ უარი განაცხადა 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე - განცხადება
ცნობისთვის, საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარედება