მე არ მგონია რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს ქალბატონი ჩერგოლეიშვილის და ბატონი ბოკერიას ახალშექმნილ პარტიას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ორი ადამიანის პარტიაზე კომენტარის გაკეთება არასერიოზულიცაა.
„როგორც „ევროპულ საქართველოს“ არ ჰქონდა არანაირი მომავალი და არც აწმყო არ გააჩნია, მითუმეტეს არასერიოზულია ორი ადამიანის პარტიაზე კომენტარის გაკეთება. ისინი აპელირებენ, რომ ინტელექტუალები არიან, შეიძლება ინტელექტუალები იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ ინტელექტი ინტელექტუალური წესიერებისა და პატიოსნების გარანტს ვერ წარმოადგენს, შესბამისად მოსახლეობა ამ ყველაფერს ხედავს და სწორ შეფასებას აკეთებს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
„ფედერალისტები“ - ასე დაარქვეს „ევროპული საქართველოდან“ წასულმა გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა ახალ პარტიას, რომლითაც 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას აანონსებენ.