წარმოგიდგენიათ?! სააკაშვილის ბრალში წერია, ჰილარი კლინტონს „რედბული“ უყიდა - უნდა გასამართლდეს; ელჩის ცოლს თავშალი უყიდა ეკლესიაში შესვლის წინ - უნდა გასამართლდეს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა  განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე რომ იყო 2011 წელს, ეს ბრალი აქვს წარდგენილი, რომ რაღაც ხარჯები ჰქონდაო. წარმოგიდგენიათ?! საქართველოს პრეზიდენტი რომ იყო მიუნხენის კონფერენციაზე, ეს ბრალში წერია, რომ რაღაცა ხარჯები ჰქონდა. ჰილარი კლინტონს რომ „რედბული“ უყიდაო მიხეილ სააკაშვილმა, ეს არამიზნობრივი ხარჯი იყოო. ერთია პროპაგანდა რას ლაპარაკობს, ათას სიგიჟეს რომ იგონებენ, მაგრამ მეორეა, რა წერია ბრალში. ბრალში წერია, რომ მიუნხენის კონფერენციაზე იყო სააკაშვილი, საქართველოს ინტერესებს იცავდა და ამიტომ უნდა გასამართლდეს. ჰილარი კლინტონს თურმე „რედბული“ უყიდა და ამიტომ უნდა გასამართლდეს. ელჩის მეუღლეს თავშალი უყიდა, ეკლესიაში შესვლის წინ და ამიტომ უნდა გასამართლდეს. ვაცლავ ჰაველის საფლავზე გვირგვინი მიიტანა, უნდა გასამართლდესა. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი ოპოზიციონერი თუ ციხეშია, ეს არის ზუსტად რუსული არჩევნები, სადაც არანაირი კონკურენცია არ არის, ამიტომ მიშა სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის" ეთერში.