ცხადია, მნიშვნელოვანია, როცა ვსაუბრობთ 12 პუნქტის შესრულებაზე, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, ისევე როგორც ცხადია ნიკა გვარამიას თავისუფლება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ხელისუფლებას, თუ უახლოეს პერიოდში არ იღებს ხელისუფლება გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის რეპუტაცია არ აზიანოს, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ამისთვის მკვეთრი ნაბიჯები გადადგას, მაშინ ჩვენ, ქართველ ხალხს, ყველას ერთად მოგვიწევს ბრძოლა და დაცვა ჩვენი ევროპული მომავლის“. - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.