“შეუძლებელია ეს საკითხი არ ყოფილიყო პრიორიტეტული მაკრონისთვის, რადგან მას საჯაროდაც აქვს გაცხადებული პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შესახებ, ეს განცხადება მაკრონს თავად გაუკეთებია, აკეთებს უკრაინის მთავრობა და აკეთებს პრეზიდენტ ზელენსკი.“- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
"ასევე, ბევრი ჩვენი დასავლელი პარტნიორი და მე დარწმუნებული ვარ, რომ მაკრონთან შეხვედრის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნებოდა პრეზდიენტ სააკაშვილის საკითხი, რადგან ასეთი რამ მას საჯაროდაც გაუკეთბია.“- ასე გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილი ემანუელ მაკრონის და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრას.
შეგახსენებთ, 2023 წლის 6 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდა. რომლის ამსახველი ვიდეო კადრები საქართველოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა