ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე პატიმარს ჩემთან შეხვედრაზე უარი ეთქვას, როგორც წესი ყველას უხარია რომ ვნახულობ, ვესაუბრები, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„როდესაც პენიტენციურ დაწესებულებაში შევდივარ, ამის შესახებ არავისთვის არის ცნობილი. მათ შორის პირველ რიგში, პენიტენციური დაწესებულებისთვის. ჩემი ვიზიტი არის დაუგეგმავი, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია მოულოდნელ რეჟიმში ვნახო, რეალურად რა სიტუაციაა. მინდა იცოდეთ, რომ არამარტო ყოფილ თანამდებობის პირებს და პოლიტიკოსებს ვნახულობ, არამედ სხვა მსჯავდადებულებს, რომლებიც ამ საპატიმროებში იხდიან სასჯელს. ვეცნობი მათ საკვებს, მე თვითონ ვსინჯავ, ასევე ვეცნობი პირობებს, რა პირობებში არიან, სამედიცინო პუნქტში რა მდგომარეობაა, ანუ, მთლიანობაში ვახდენ მონიტორინგს. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე პატიმარს ჩემთან შეხვედრაზე უარი ეთქვას, როგორც წესი ყველას უხარია რომ ვნახულობ, ვესაუბრები, არავის წინააღმდეგობა არ გამოუხატავს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.









