ყაველაშვილისთვის ჩემზე უფრო ცუდი კაცი ვინ უნდა იყოს, ყოველდღე ვახსენებ, რომ ფეხბურთის თამაშის გარდა, სკოლაშიც უნდა ესწავლა - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ბერძენიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
„მე მაგალითად ვთვლი, რომ პროპაგანდამ სამიზნედ იმიტომ ამომარჩია, რომ ვიღაცებისთვის ძალიან იოლი ასახსნელია, რატო ვარ მე ცუდი კაცი. ვიღაცებისთვის, ვისაც მიაჩნია, რომ წიგნის კითხვა დანაშაულია, მე გადასარევი სამიზნე ვარ. ყაველაშვილისთვის ჩემზე უფრო ცუდი კაცი ვინ უნდა იყოს, მე მას ყოველდღე ვახსენებ, რომ ფეხბურთის თამაშის გარდა, სკოლაშიც უნდა ესწავლა. ჩვენ ზოგიერთები, განსაკუთრებით პოლიტიკური პატიმრები ვართ მოსიარულე საყვედურები, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ - ასეც შეიძლებოდა. ამიტომ, ჯობია მე ვიყო ჩეკისტი, რომ მე არაფერი მქონდეს გაკეთებული, რომ წიგნების კითხვა სისულელეა, დანაშაულია, აი პირდაპირ მითხრეს, ეგ ხომ არ გგონიათ განათლებაო. მათი კონცეფცია რა არის? მათ რა ჰგონიათ განათლება? მათ ჰგონიათ განათლება, რა სისულელესაც ბიძინა ივანიშვილი იტყვის, ის გაამართლონ“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.