რიკოთის უღელტეხილზე მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის დასრულება საქართველოსთვის არის ისტორიული მომენტი, ეს გზა საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის ეპიცენტრში ამყოფებს და ავითარებს ეკონომიკას, ვაჭრობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, – ამის შესახებ საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ლესლი ბიერმან ლაჰმიმ რიკოთის გზის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტი არის ძალიან გაბედული ხედვის შედეგი.
„ეს არის გულდასმით დაგეგმილი, კოორდინირებული შრომის შედეგი. საქართველო განვითარების აბსოლუტურად ახალ ეტაპზე გადადის, რადგან საქართველომ თავისი ხედვა განახორციელა უფრო განვითარებადი და აყვავებული რეგიონის ცენტრად. ეს შეუძლებელი იქნებოდა კოლექტიური ძალისხმევის გარეშე – მსოფლიო ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჩართულობის გარეშე. ისინი საქართველოს მთავრობას ეხმარებოდნენ. მთელი გულით ვულოცავ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს ამ ბრწყინვალე თანამშრომლობას და კოორდინაციას. მიმაჩნია, რომ სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვი, რომ ეს არის სამაგალითო თანამშრომლობა და პარტნიორობა საქართველოს განვითარებისა და ახალი მიზნებისთვის. ჩვენ საქართველოში ხუთ მილიარდზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ. ვაგრძელებთ ინვესტირებას, ვუდგავართ გვერდით საქართველოს მთავრობას, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორებში, დარგობრივი პოლიტიკის რეფორმებში, გაციფროფნებასა და ეკონომიკის განვითარებაში“, – განაცხადა ლესლი ბიერმან ლაჰმიმ.




