"ლელო  -ძლიერი საქართველოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე  პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის გამოკითხვას ითხოვენ

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „შესაბამისი წერილი წულუკიანის სახელზე ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატებმა არალეგიტიმურ პარლამენტში უკვე შეიტანეს“.

„მ"მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, თეა წულუკიანს ე.წ საგამოძიებო კომისიის საქმეზე იბარებენ, რის გამოც მათ მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ადვოკატების განცხადებით, თეა წულუკიანს და ე.წ. კომისიის წევრებს, სასამართლოსთვის განმარტების მიცემა მოუწევთ, ყველა იმ განცხადებასა თუ ქმედებაზე, რომელსაც ე.წ. საგამოძიებო კომისიის მუშაობისას ჰქონდა ადგილი.

თეა წულუკიანს პასუხისთვის 3 დღე აქვს", - ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდებულ "ლელოს" ლიდერს ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.  ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა. 

ასევე,  2025 წლის 2 აპრილის იგივე ბრალდებით, მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა