სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტის კენჭისყრისთვის
სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტის კენჭისყრა არ შედგა.
საკითხის განხილვის შემდგომ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ სხდომაზე განაცხადა, „სასამართლოს დამოუკიდებლობის ინტერესებიდან გამომდინარე, უმრავლესობა არ გაივლიდა რეგისტრაციას, რაც მოსამართლეების მიმართ პოლიტიკური სოლიდარობის აქტს წარმოადგენს“. რეგისტრაცია დადგენილების პროექტის განხილვის შემდგომ, 51-მა დეპუტატმა გაიარა. შესაბამისად, კვორუმი არ შედგა.
დადგენილების პროექტი სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ ინიციატივის წესით იყო წარმოდგენილი.