"ოცნებას" პოლიტიკურად აქტიური ფიგურები პატიმრობაში სჭირდება, - ამის შესახებ "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ დაკავებულ ნაცმოძრაობის წევრებზე განაცხადა. 

„ქართულ ოცნებას“ აქტიურ პოლიტიკური ფიგურები სჭირდება პატიმრობაში იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში კანდიდატის სტატუსი დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს უკვე მოხდა. ეჭვის ქვეშ უყურებენ საქართველოში საერთოდ დემოკრატიის არსებობას და ეს არის ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დამსახურება. სხვა რა შეიძლება განვითარება ჰქონდეს ამ ყველაფერს, „ქართული ოცნების“ ლოგიკის გამოცნობა არის სრულიად რთული წარმოუდგენელი, იმიტომ, რომ ისინი არიან თვითგანადგურების, ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გზაზე, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.