მჯერა, რომ ყველა ფაქტზე სადაც თვალსაჩინოა ძალადობა, პოლიცია მოახდენს რეაგირებას,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, კონსტანტინე ზარნაძემ სოციალურ ქსელში წერს.
„აუცილებელია, რომ მთავრობამ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან გამონახოს კომპრომისი, დასავლური დემოკრატია არის ერთადერთი ხსნა ამ ქვეყნის განვითარების გზაზე, ველოდები პოზიტიურ ცვლილებებს ამ მიმართულებით.
ასევე, მჯერა, რომ ყველა ფაქტზე სადაც თვალსაჩინოა ძალადობა, პოლიცია მოახდენს რეაგირებას და დასჯის ყველა იმ პირს, ვინც ამ პროცესებში მონაწილეობა მიიღო“,- წერს კონსტანტინე ზარნაძე „ფეისბუკში".