ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ბათუმში. საპროტესტო აქციის მონაწილეები დღეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბნენ, სადაც დემონსტრაციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. ბათუმში დღეს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარიაც ჩავიდა, რომელიც პოლიციას სიტყვიერად დაუპირისპირდა.

გარდა ამისა, ხმაურია აჭარის მთავრობის სახლთან. ერთმანეთს სიტყვიერად საპროტესტო აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ.