ეს სარჩელი მომავლის სარჩელია, ამიტომ ყველა უნდა დაფიქრდეს - რომელ მხარეს აღმოჩნდება. - "ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ამოქმედებას.
"საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს როგორ წარმოუდგენიათ?
დასხდებიან და წყნარად, მშვიდად ერთი წელი გაჭიმავენ გადაწყვეტილებას? ეს სარჩელი მომავლის სარჩელია, ამიტომ ყველა უნდა დაფიქრდეს - რომელ მხარეს აღმოჩნდება.
არავის გამოუვა ბუჩქებში ჯდომა." - წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ძალაშია - შალვა პაპუაშვილმა კანონს ხელი მოაწერა