ქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად წევრთა 2/3-ის მხარდაჭერის აუცილებლობა. გადაწყვეტილებების მიღება უბრალო უმრავლესობით იქნება შესაძლებელი. - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში:
"პარლამენტში ქოცებმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაარეგისტრირეს, რომლითაც უქმდება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი. ეს ჯგუფი 26 ოქტომბრის არჩევნებამდე არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო/ადგილობრივი ექსპერტებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების შემადგენლობით უნდა შექმნილიყო და სხვა ფუნქციებთან ერთად, საარჩევნო დავებთან დაკავშირებით ცესკოსთვის რეკომენდაციები უნდა წარედგინა, ასევე კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესს დაკვირვებოდა.
ამავე ცვლილებებით, უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად წევრთა 2/3-ის მხარდაჭერის აუცილებლობა. გადაწყვეტილებების მიღება უბრალო უმრავლესობით იქნება შესაძლებელი" - წერს ხატია დეკანოიძე.