ხარაზიშვილის დასანქცირების შემდეგ, პოლიციის მაღალჩინოსნებს ვურჩევ დაფიქრდნენ - განსაკუთრებით იმათ, ვისაც ოჯახები ამერიკაში ჰყავთ და ფლორიდაში ხშირად დაფრინავენ , ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის: ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება აშშ-ის სახაზინო დეპრტამენტის ინფორმაციას, რომლის მიხედვით, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა.

"სექტემბრის შუა რიცხვებიდან რომ სანქციები გააქტიურდებოდა - სულ ვამბობდი. ხარაზიშვილის დასანქცირების შემდეგ, პოლიციის მაღალჩინოსნებს ვურჩევ დაფიქრდნენ - განსაკუთრებით იმათ, ვისაც ოჯახები ამერიკაში ჰყავთ და ფლორიდაში ხშირად დაფრინავენ . იციან ვისაც ვგულისხმობ .. ხალხის ცემის დავალებებს ვინც იძლევა და ვინც ასრულებს." - წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა